2016-12-23

სტატიათა კრებულის-„ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“ პრეზენტაცია

23 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატიათა კრებულის-„ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“ პრეზენტაცია გაიმართება.

კრებული 2006 წლიდან გამოიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორის სამართლის ინსტიტუტის მიერ და წელს მისი გამოცემის 10 წლის იუბილეა. კრებულის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია.

ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, სამინისტროების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კრებულში თავმოყრილია ავტორთა სტატიები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და მიზნად ისახავს, გაანალიზოს საქართველოში არსებული სამათლებრივი და ადამიანის უფლებათა პრობლემები და საზოგადოებას შესთავაზოს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის მოგვარება სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. სტატიებში გამოთქმულია მოსაზრებები როგორ შეიძლება დაიხვეწოს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა.

სტატიათა ავტორები არიან როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსი იურისტები - მოსამართლეები და ადვოკატები, ასევე, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115 აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი