2013-12-18
ფოტოგამოფენა „საქართველოს მყინვარები“
18 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება თსუ დოქტორანტის ლევან ტიელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა
„საქართველოს მყინვარები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მყინვარების პეიზაჟები, რომელიც გადაღებულია ლევან ტიელიძის მიერ, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული ექსპედიციების განმავლობაში; აგრეთვე ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი XIX საუკუნის საქართველოს მყინვარების უნიკალური ფოტოები, რომელიც ცნობილი იტალიელი მოგზაურის - ვიტორიო სელას მიერა არის გადაღებული; ასევე XX საუკუნის ოცდაათიან წლებში გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ გადაღებული მყინვარების ფოტოები. გამოფენაზე დამთვალიერებელს გლობალური დათბობის შედეგად მყინვარზე წარმოქმნილი ცვლილებების დაფიქსირების საშუალება ექნება.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ,,ექსპედიციები კავკასიონის მყინვარებზე’’, რომელშიც ასახული იქნება სხვადასხვა წლების საველე სამუშაოები კავკასიონის ზოგიერთ მყინვარზე.
გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 95 და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი