2015-09-07
"საპენსიო რეფორმა საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები"
7 სექტემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-5 ფორუმი
"საპენსიო რეფორმა საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები" გაიმართება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მოხელეები, რომლებსაც თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში უშუალო შეხება აქვთ მოცემულ საკითხებთან. ფორუმში ასევე მიიღებს მონაწილეობას გერმანელი ექსპერტი შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან პროფესორი ანდრეას კნორი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის საპენსიო სისტემას და ევროგაერთიანების რეგულაციებს და თანამედროვე ტენდენციებს მოცემულ დარგში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტის გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1 თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი