2018-02-19

დისკუსია - ცოდნა სინათლეა: სოციალიზაციის და ინკულტურაციის ასპექტები

19 თებერვალს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება თსუ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი დისკუსია - ცოდნა სინათლეა: სოციალიზაციის და ინკულტურაციის ასპექტები.

მომხსენებლები:
თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე - განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები საქართველოში.
თსუ პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი - აღზრდის ტრადიციები საქართველოში.
მოდერატორი: პროფესორი ქეთევან ხუციშვილი

სოციალიზაციის საკითხი ყოფისა და კულტურის კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთაგანია. ღონისძიების მიზანია მოახდინოს სტიმულირება სამეცნიერო დისკუსიისა, რომელიც თანამედროვე განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევის თემად აქცევს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია 

« იხ. ყველა ანონსი