2015-05-13

თურქეთის ელჩის საჯარო ლექცია თსუ-ში

13 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი ლევენთ გურმუქჩუს საჯარო ლექცია გაიმართება. ღონისძიება "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" მიერ არის ორგანიზებული.

დისკუსიის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება თურქეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ეკონომიკური, რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის თვალსაზრისით. ბატონი ელჩი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს თურქული მხარის შეფასებებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართება კითხვა პასუხის რეჟიმში. დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის N1, თსუ-ს I კორპუსი, 217-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი