2017-10-04

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი

4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება კილის უნივერსიტეტის (გერმანია) აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის პროფესორს, ალექსანდრე ტრუნკს.

ღონისძიების შემდეგ პროფესორი  წაიკითხავს საჯარო ლექციას: “შედარებითი სამართლის მიზნები და მეთოდები - განსაკუთრებით ქართული კონტექსტის განხილვით“.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, აუდიტორია 06 .


 

« იხ. ყველა ანონსი