2010-06-10

სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და გარე სამყარო“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი 10-11 ივნისს ატარებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას, თემაზე:

„საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და გარე სამყარო“

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 25 მაისის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე, უნდა გადმოაგზავნონ საკუთარი მონაცემები (სახელი, გვარი, სტატუსი, სასწავლებელი ან დაწესებულება, ელ-ფოსტა, ტელეფონი) და მოხსენება; სტუდენტთა ნაშრომებს თან უნდა ახლდეს მეცნიერ-ხელმძღვანელის დასკვნა-რეკომენდაცია.
მასალები გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართებზე:
mishakartveli@gmail.com
eter.bokelavadze@yahoo.com

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში  “ქრისტიანობის კვლევები”.

სამეცნიერო კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
899 27-32-13 პროფესორი ქეთევან პავლიშვილი

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
893 94-84-50 მიხეილ ქართველიშვილი
898 21-53-50  ეთერ ბოკელავაძე

« იხ. ყველა ანონსი