2011-03-24

ფრანკოფონიის თვე საქართველოში!

მარტი საქართველოში ფარნკოფონიის თვედ გამოცხადდა. საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩო საქართველოში და ფრანგული ინსტიტუტი ფრანკოფონიის დღესასწაულს მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული, თეატრალური, კინემატოგრაფიული, მუსიკალური, სამეცნიერო და პედაგოგიური ღონისძიებებით აღნიშნავს. ფარნკოფონიის დღეებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც უერთდება.

18 მარტს, 15 საათზე, ფრანკოფონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები და მარი ბროსეს ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეები აწყობენ სტუდენტურ-შემეცნებით საღამოს ”ფრანკოფონი საქართველო”, სადაც ქართველი ახალგაზრდები გააცნობენ საქართველოს ფრანკოფონ სტუდენტს.
საღამოზე მოწვეულია საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სხვა ფრანკოფონი სტუმრები.
საღამო ეწყობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF)  ხელშეწყობით.
მის. ი. ჭავჭავაძის გამზ. N 36, Vკორპუსი, III სართული, ოთახი 309


23 მარტს, 16:00 საათზე  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თბილისის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება კოლოქვიუმი “ფერების მნიშვნელობა ენების შესწავლისას”.

24 მარტს, 15:00 საათზე დაგეგმილია ლიტერატურული კონფერენცია “დიალოგი ტექსტსა და ნახატს შორის”, რომელშიც მონაწილეობას თსუ-ის უმაღლესი განათლების ევროპული დოქტორანტურის (D.E.S.E.) წარმომადგენლები მიიღებენ.

ფრანკოფონიის თვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 მარტს დასრულდება. 16:00 საათზე გაიმართება პოეტური საღამო სახელწოდებით “ბლეზ სანდრარი არტისტულ გარემოში”.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, აუდიტორია №309

« იხ. ყველა ანონსი