2017-12-20

ჟურნალების - „გზავნილი გურიიდან“ და „გზავნილი ბაღდათიდან“ პრეზენტაცია

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალების - „გზავნილი გურიიდან“ და „გზავნილი ბაღდათიდან“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართება.

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის სტუდენტები, მაისში, გურიის რეგიონსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ და ხუთი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ადგილზე არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. ჟურნალები მომზადებულია სასწავლო საგნის „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, აუდიტორია 303.



« იხ. ყველა ანონსი