2011-09-29
თანამშრომლობის მემორანდუმი სკოლებთან
29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქ. რუსთავის №24 საჯარო სკოლაში, გასულ სასწავლო წელს რუსთავის სკოლებში ჩატარებული მათემატიკისა და ფიზიკის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
აღნიშნული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და რუსთავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რუსთავის №24 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „მილენიუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი აქტივობების ხელშეწყობა, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობისაკენ მიმართული პროექტების განხორციელება. ხელშეკრულების თანახმად ორივე სკოლის მოსწავლეები თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული “საბავშვო უნივერსიტეტის” სხვადასხვა დარგობრივ სკოლაში გაწევრიანდებიან და ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
მის: ქ. რუსთავის №24 საჯარო სკოლა
« იხ. ყველა ანონსი