2016-11-11

კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“

11 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“.

კონფერენციის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობის მიიღებს 130-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი-ეკონომისტი, მათ შორის 10-მდე სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელი. კონფერენციას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი პროფესორები. კონფერენცია 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ.#2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი