2016-02-19
გამოფენა „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები საქართველოში“
19 თებერვალს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამოფენას „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები საქართველოში“ გამართავს.
ღონისძიება საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის 16 თებერვლის საყოველთაო არჩევნების ჩატარებიდან 97 წელის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი მასალები:საგაზეთო ამონარიდები, საარჩევნო მოწოდებები და პროგრამები, კანდიდატთა საარჩევნო პარტიული სიები და კარიკატურები, დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვადასხვა სამაზრო საოლქო კომისიების ოქმები, კანდიდატთა წერილები და სხვა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1. თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი