2013-05-28
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თღსუ-ს შორის
28 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი
ალექსანდრე კვიტაშვილი და თღსუ-ს რექტორი
ნოდარ პაპუკაშვილი მოაწერენ ხელს.
ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტები კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების კუთხით და სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ითანამშრომლებენ. კერძოდ, შეიმუშავებენ სტუდენტთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, მოახდენენ ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას. ხელს შეუწყობენ სახელმძღვანელოების, სამეცნიერო შრომების, კრებულებისა და მონოგრაფიების გამოცემას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი