2012-05-16

მიხაკო წერეთლის ”გილგამეშიანის” პრეზენტაცია

      16 მაისს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მეცნიერისა და  საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანი“ პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა (მირზა) დავითაია. მიხაკო წერეთლის „გილგამეშიანი“ თსუ გამომცემლობამ გამოსცა.
     
მიხაკო   წერეთლის   გილგამეშიანი წარმოადგენს   გილგამეშის ეპოსის   ერთ - ერთ   უპ ირველეს   თარგმანს მსოფლიოში .   ქართული არის   ერთერთი პირველი ენა - გერმანულ , ფრანგულ და   ინგლისურ ენებ ზე თარგმნის შემგედ   გილგამეშის   ეპოსი ქართულ ენაზე ითარგმნა.   მიხაკო წერეთლის მიერ თარგმნილი „გილგამეშიანი“ კონსტანტინოპოლში 1924 წელს გამოიცა. იმ დროისთვის არ არსებობდა ეპოსის რუსული თარგმანი. მიხაკო წერეთელი   თარგმანზე   ემიგრაციაში ყოფნისას ბრიტანეთის   მუზ უმში   მუშაობდა და   ძირითადად     აშურბანიპალის   ბიბლიოთეკის ასურულ   ვერსიას ეყრდნობოდა . წერეთლისეული   თარგმანი ამოცემისთანავე   აიკრძალა საბჭოთა კავშირში და ის მიუწვდომელი   დარჩა   საქართველოსთვის .   ქართველი   მკითხველი მიხაკო   წერეთლის ამ უნიკალურ   თარგმანს პირველად   გაეცნობა .

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი