2014-07-01

იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარის პრეზენტაცია

1 ივლისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარის პრეზენტაცია გაიმართება. ლექსიკონი-ცნობარის ავტორები არიან თსუ პროფესორები ხატია ხატიაშვილი და ნათია ამირეჯიბი. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, ლევან სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და პროკურატურის წარმომადგენლები.

იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონი-ცნობარი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში შესულია ზოგიერთი იურიდიული ტერმინის მნიშვნელობა; მეორე ნაწილში მოცემულია იურიდიული ტექსტებისათვის დამახასიათებელი სახელობითი შესიტყვებებისა და გამონათქვამების განმარტებები; მესამე ნაწილი ეთმობა იურისპრუდენციაში გამოყენებადი ტერმინებისა და სიტყვების ლექსიკონს.

ლექსიკონოცნობარი სასწავლო ხასიათისაა და განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტისა  და თარგმანმცოდნეობის მოდულის სტუდენტთათვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისათვის, კონკრეტული დარგის პრაქტიკოსი მთარგმნელებისა და თარჯიმნებისათვის და იმ პირთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ან რაიმე სახის შეხება აქვთ იურიდიულ ტერმინოლოგიასთან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი  კორპუსი, თსუ სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი