2017-11-17

წიგნის „როგორ დავწეროთ ისტორია. შესავალი დისციპლინის ისტორიასა და პრაქტიკაში“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია

17 ნოემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით წიგნის „როგორ დავწეროთ ისტორია. შესავალი დისციპლინის ისტორიასა და პრაქტიკაში“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

სახელმძღვანელო მიმდინარე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა (რედაქტორები პიტერ ლამბერტი და ფილიპ სკოფილდი). წიგნი წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის გამიზნულ სახელმძღვანელოს, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილების საფუძველზე მთარგმნელობითი გრანტის ფარგლებში შეასრულა პროფესორმა მარიამ ჩხარტიშვილმა მის ორ დოქტორანტთან – სოფიო ქადაგიშვილთან და ზურაბ თარგამაძესთან ერთად. პროფესორ მარიამ ჩხარტიშვილს ეკუთვნის თარგმანის საერთო რედაქციაც და კომენტარებიც, რომელიც ახლავს ამ თარგმანს. წიგნი, განკუთვნილია ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიონალი ისტორიკოსებისა და ჰუმანიტარიის ბევრი სხვა სპეციალობის წარმადგენლებისთვის.

დანართი

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია # 206

« იხ. ყველა ანონსი