2011-03-09

საჯარო ლექცია თემაზე: „კავშირი განათლებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის: მაგალითები საქართველოსთვის“

9 მარტს, 16:00 საათზე თსუ 135 აუდიტორიაში. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ბ–ნ ფრანცისკო რივერა–ბატიცი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „კავშირი განათლებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის: მაგალითები საქართველოსთვის“. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) ფარგლებში.

პროფესორი რივერა–ბატიცი კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და განათლების მიმართულების პროფესორია 1991 წლიდან. ასევე, ის ხელმძღვანელობს ურბანულ და უმცირესობათა განათლების ინსტიტუტს 1995 წლიდან. ამავდროულად, იგი ჟურნალების „ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმა“, „ღია დემოგრაფია“და „საერთაშორისო ვაჭრობა“ აღმასრულებელ რედაქტორთა საბჭოს წევრია. პროფესორი რივერა–ბატიცი ტექნიკურ და საგანმანათლებლო მომსახურებას უწევდა მსოფლიო ბანკს, ეკონომიკური და განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციას (OECD) და ჰარვარდის საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტს.

ლექციაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა 8 მარტამდე. რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekaterine.basilaia@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი