2010-06-08

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ–სა და ნოტარიუსთა პალატას შორის

8 ივნისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება  გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ–ს რექტორი, პროფესორი გიორგი  ხუბუა და პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია მოაწერენ.
თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავენ და ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. პირველი შეხვედრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შედგება. ნინო ხოფერია მათ სანოტარო მომსახურებაში დანერგილ და სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი №135



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი