2015-04-22

სპექტაკლი „კუკარაჩა“

22 აპრილს 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი  წარმოდგენას ,,კუკარაჩა“ გამართავს.

სპექტაკლი ეძღვნება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ხსოვნას. ასევე გაიმართება მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა. ღონისძიებას სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი