2015-10-27

კორეის ფონდის ლექციათა ციკლი კორეის საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე

27 ოქტომბერს 14:00 - 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ფონდის ინიციატივით კორეის საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე საჯარო ლექციას წაიკითხავენ სონგანგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯაე ჩუნ კიმი და კეიმიუნგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯუნგ სუ სეო. ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.

 ლექციებზე დასწრების მსურველებმა იხილეთ ბმული

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მე-6 აუდიტორი

« იხ. ყველა ანონსი