2015-01-29

თსუ რექტორის პრესკონფერენცია

29 იანვარს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა თსუ-ში სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

თსუ რექტორი 2015 წელს თსუ-ში მეცნიერების წლად გამოაცხადებს, რაც ახალგაზრდა და უკვე აღიარებულ მეცნიერთა, და საერთოდ, მეცნიერების მხარდაჭერას გულისხმობს. ამისათვის, გასულ წელს, თსუ-ში გარკვეული სახის სამუშაოები წარმატებით შესრულდა. რისი დასტურიცაა უნივერსიტეტელების პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა მაღალრეიტინგულ, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში, ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოპოვება და სხვა. სამეცნიერო საქმიანობის წარმოებისთვის უნივერსიტეტში მეცნიერებს თავისუფალი წვდომა აქვთ საერთაშორისო მასშტაბის ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე; შეიქმნა პოსტდოქტორანტუირის ინსტიტუტი; გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო ფორუმი.

პრესკონფერენციაზე თსუ რექტორი ისაუბრებს აკადემიური ეთიკის დარღვევებზე. მათ შორის პლაგიატზე, კომპილაციაზე, აკადემიური ეთიკის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებასა და სხვა დარღვევებზე; 2017 წლიდან კი ამოქმედდება მინიმალური სამეცნიერო დატვირთვის სტანდარტი; 2015 წელს ამოქმედდება მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი