2018-02-22

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ბაიბურთის უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის

22 თებერვალს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაიბურთის უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ხელშეკრულებას, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ბაიბურთის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. დოქ. სელჩუკ ჯოშქუნი მოაწერენ ხელს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, რექტორატი
 
« იხ. ყველა ანონსი