2015-05-07

"გამოყენებითი ეკოლოგია: პრობლემები, სიახლეები"

7 მაისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "გამოყენებითი ეკოლოგია: პრობლემები, სიახლეები" (ICAE-2015) გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ზუსტ და საბუინებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, უნივერსიტეტის პროფესორები, უცხოელი და ადგილობრივი მეცნიერები დაესწრებიან.

კონფერენცია იმართება შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში  (CF/75/9-280/14). კონფერენციას თავმჯდომარეობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის პროფესორი ლია მაჭავარიანი.

კონფერენციის გახსნის შემდეგ, გაიმართება ფოტოგამოფენა „საქართველოს ბუნება: გუშინ და დღეს“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თსუ მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფ. შოთა ცხოვრებაშვილის 95 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიება, რომლესაც მიეძღვნება კონფერენციის პირველი სექცია (101–ე აუდ., 11:30 სთ).9–10 მაისს კონფერენცია მუშაობას აგრძელებს ქ. ბათუმში.დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თაობაზე შეგიძლიათ იხილეთ: http://icae-2015.tsu.ge/


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი