2013-09-18
საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქალბატონი ფედერიკა ფავის საჯარო ლექცია
18 სექტემბერს, 13:00 საათზე „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლეოთეკაში საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქალბატონ ფედერიკა ფავის საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ლექციაზე ელჩი საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებზე ისაუბრებს. ფედერიკა ფავი მიმოიხილავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ისტორიულ ჭრილში. იგი ისაუბრებს იმ პროგრესზე, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით არის მიღწეული და სამომავლო პერსპექტივებზე.
ქალბატონი ელჩი გაუზიარებს სტუდენტებს თავის გამოცდილებას, ხოლო ლექციის დასასრულს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სტუმარს დაუსვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
აღნიშნული ღონისძიება იმართება საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში. ღონისძიების ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დიპლომატიური კულტურის განვითარებას, ახალგაზრდა დიპლომატთათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით. კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს გააღრმავონ თავიანთი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის სფეროში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ბიბლეოთეკა
« იხ. ყველა ანონსი