2016-12-01

კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი

1 დეკემბერს, 10:15 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი თემაზე - ,,დამწერლობები კავკასიაში. კონგრესის მიზანია კავკასიის დამწერლობებთან დაკავშირებულ პრობლემათა ინტერდისციპლინური კვლევა და სათანადო საკითხების მეცნიერული ანალიზი.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კავკასიოლოგიური კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების მეცნიერი მკვლევარები. კონგრესის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი