2019-10-28

სატორუ ოიშის საჯარო ლექცია "Lidar-ისა და რადარის ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენაში“

28 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კობეს უნივერსიტეტის (იაპონია) ინჟინერიისა და ურბანული უსაფრთხოების კვლევითი ცენტის პროფესორი, სატორუ ოიში წაიკითხავს საჯარო ლექციას :"Lidar-ისა და რადარის  ტექნოლოგიების  გამოყენების პრინციპები არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენაში“. 
კობეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ ჰიროკო მასუმოტოს და პროფესორ სატურო ოიშის მხარდაჭერით,  მიმდინარე წელს იწყება თანამშრომლობა იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიასთან (JAXA (Japan Aerospace Exploration Agency) და იაპონიის უმსხვილეს  მრავალდარგოვან ინსტიტუტთან RIKEN – თან. 
26-27 ოქტომბერს  თსუ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად დაგეგმილია ინტერნაციონალური კვლევითი ჯგუფის პირველი სადაზვერვო გასვლა პონტონური ტიპის ნავით კოლხეთში, პალიასტომის ტბასა და მის შენაკად მდინარე ფიჩორში ნაკრძალის ტერიტორიის დასაზვერად. 
პროექტი ძველი ბერძნული კოლონიის, კოლხეთის უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქის ფაზისის დღემდე უცნობი ლოკაციის აღმოჩენას ეხება. 
კობეს უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე-რექტორის პროფესორ მიზუტანის ინიციატივით, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღების თაობაზე.  

მისამართი : თსუ პირველი კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი #1, 212-ე აუდიტორია 

« იხ. ყველა ანონსი