2013-07-09
თანამშრომლობის მემორანდუმი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ (GWP) და შპს „ღვინის ლაბორატორიასთან“
9 ივლისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ (GWP) და შპს
„ღვინის ლაბორატორიასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი
ალექსეი კუზნეცოვი და „ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორი
ირმა ჭანტურია მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ მათ განკარგულებაში არსებული შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენებით. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სასერტიფიკატო კურსებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრადობასა და განვითარებას.
„ღვინის ლაბორატორია“ და GWP უზრუნველყოფენ მათ ლაბორატორიებში სასერტიფიკატო კურსებისა და პროფესიული პროგრამების პრაქტიკული ნაწილის ჩატარებას საკუთარი მენტორების/ტრენერების დახმარებით და ბენეფიციარების მიერ შეძენილი პრაქტიკული უნარების საბოლოო შეფასებას. თავის მხრივ, თსუ ხელს შეუწყობს ბენეფიციარების პროფესიულ მომზადებას ან გადამზადებას სასერტიფიკატო კურსების ან პროფესიული პროგრამების ფარგლებში, აგრეთვე აღნიშნულ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართული მენტორების/ტრენერების გადამზადებას.
პროექტი „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ არის დაფინანსებული.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი