2011-05-28

თსუ–ის გამომცემლობის პრეზენტაცია თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალზე

28 მაისს, 13:00 საათზე თბილისის წიგნის  XIII საერთაშორისო ფესტივალზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობების პრეზენტაცია გაიმართება. თსუ–ის გამომცემლობა და „ლოგოსი“ გამოცემათა მრავალფეროვან ნიმუშებს წარმოადგენენ. ყოველწლიურად გამომცემლობები ქართულ და ნათარგმნ მხატვრულ ლიტერატურას, სამეცნიერო ტექსტებს, საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოებს, სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებსა და მონოგრაფიებს გამოსცემენ.

თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში  26 მაისს გაიხსნება. გამოფენა–ბაზრობის პარალელურად ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის პრეზენტაციების, ფორუმებისა და მასტერკლასების გამართვა, ფესტივალის მსვლელობისას დამთვალიერებელი გაეცნობა უამრავ სიახლეს თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებებისა და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ.

გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ყოველწლიურ წიგნის ფესტივალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს. რამდენიმე დღიანი ფესტივალი 29 მაისს დასრულდება.

მის: საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი
« იხ. ყველა ანონსი