2015-04-15

საჯარო ლექცია „ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი ევროპაში"

15 აპრილს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ოგე ბორჩგრევინკი,  გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი ევროპაში: 22  ივლისის  საქმე. თავდასხმა ნორვეგიაში „(Aage Borchgrevink - “Extremism, Radicalization and Terrorism in Europe; the Case of the 22. July 2011 attacks in Norway“)“. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრების ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.    

საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა 2013 წელს და მისი მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მათ შორის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერების მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საჯარო ლექციების გამართვა.

საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ II კორპუსი, 331-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი