2017-07-28

შეხვედრა ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ყოფილ პრეზიდენტთან

28 ივლისს, 14:30 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ყოფილ პრეზიდენტთან, კრისტოფ კრატკისთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება: საქართველოში მოღვაწე მეცნიერების მდგომარეობა, მათი მოსაზრება უნივერსიტეტებისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მმართველობასთან დაკავშირებით და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სამუშაო ენა - ინგლისური.
 
შეხვედრაზე დასწრების მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე

მისამართი:შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი