2014-05-19
საქართველოს ევროკვშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება: შეხვედრა პროგრამის „4+1“ მონაწილე სტუდენტებთან
19 მაისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უნივერსიტეტში ჩარიცხული „4+1“ პროგრამის ბენეფიციარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდებიან. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაესწრება.
შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძე და ქეთევან ციხელაშვილი სტუდენტებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე განათლების სფეროში. შედგება კლიპის პრეზენტაცია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი