2013-05-30

სპექტაკლის „დოდოს მოლოდინში“ პრემიერა

30 მაისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „დოდოს მოლოდინში“ პრემიერა გაიმართება. უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი საიუბილეო წლის ფარგლებში განხორციელდა.
სპექტაკლი უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა რეჟისორ გიორგი გომურაშვილის ხელმძღვანელობით დადგა. დათო ტურაშვილის პიესა პროექტის „9 პიესა ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელიც გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში გასულ წელს შეიქმნა.
პიესა ასახავს ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას საბერძნეთში და მოგვითხრობს ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი საქართველოში დარჩენილი ოჯახების ისტორიებს.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი