2012-05-21

შვედეთის ელჩის დიანა იანსეს წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

21 მაისს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოში შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს წიგნის ”ავღანური დღიურების - ჩემი გულის ერთ ნაწილს აქ ვტოვებ...” პრეზენტაცია გაიმართება. დაგეგმილია ელჩის ლექცია ავღანეთსა და ახალ დიპლომატიაზე.
წიგნი ”ავღანური დღიურები” შვედურიდან ლიკა ჩაფიძემ თარგმნა და 2011 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
დიანა იანსე შვედეთის სამეფოს სრუფლებიანი ელჩი საქართველოში 2010 წლიდან არის. 2004-2006 წლებში დიანა იანსე დიპლომატიური მისიით  ქაბულში შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი ”ავღანური დღიურები”, რომელიც 2010 წლის იანვარში  შვედეთში გამოიცა.   

მის: ალექსიძის ¼, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი