2010-12-28

არქეოლოგიური აღმოჩენების გამოფენა თსუ–ში

28 დეკემბერს, 10:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ის არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ სხვადასხვა პერიოდში მოპოვებული არქეოლოგიური მასალის გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ის არტეფაქტები, რომლებსაც საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები უნივერსიტეტში ჩაუტარდა. გამოფენა მნიშვნელოვანია იმით, რომ ასეთი სახის სამუშაოები უნივერსიტეტში ადრე არასოდეს ჩატარებულა და იგი შესაძლებელი გახდა მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიის ჩამოყალიბების შემდეგ. ლაბორატორიის გამოყენებით კოროზიისაგან განადგურებას გადაურჩა ძვ.წ. II_I ათასწლეულების მრავალი პირველხარისხოვანი არტეფაქტი; ასევე რესტავრირებულია ამავე პერიოდის შესანიშნავი კერამიკული ნაწარმი.
გამოფენის ორგანიზატორი უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტია.  

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი