2013-06-05

კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

5 ივნისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი დაესწრება, რომელიც კლიმატის  ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულებს დაჯილდოებს. ესეების კონკურსი USAID-ის მიერ დაფინანსებული  პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ტარდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი