2018-06-13

საჯარო ლექცია - “უსაფრთხოების სტარტეგიები პატარა სახელმწიფოებისთვის“

13 ივნისს, 19.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტალინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორის მეთიუ ქრენდალის ლექცია გაიმართება, სახელწოდებით: "უსაფრთხოების სტრატეგიები პატარა სახელმწიფოებისთვის ტრამპის ეპოქაში: გამოწვევები და შესაძლებლობები". 

საჯარო ლექციაზე საუბარი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მცირე მოკავშირეებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც პოპულიზმის ეპოქაში, პროტექციონიზმს ეფუძნება. საჯარო ლექციაზე განიხილება ასევე კოალიციის საკითხი ნატოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

მეთიუ ქრენდალი არის რიგი პუბლიკაციების ავტორი თანამედროვე უსაფრთხოების პოლიტიკის, თავდაცვის და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის საკითხებში. მსურველებისთვის ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართება ესტონური საღამო. აღნიშნული ღონისძიებები ესტონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი 13, თსუ მერვე კორპუსი, სააქტო დარბაზი. 
« იხ. ყველა ანონსი