2010-06-15

ლექსო დორეულის წიგნის „დაკარგულები“ პრეზენტაცია

15 ივნისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექსო დორეულის წიგნის – „დაკარგულები“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტამბის მიერ გამოიცა.

წიგნის პრეზენტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პოეტი ლექსო დორეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ ლექსო დორეულს ერთი წლით "თსუ-ს მუზას" ტიტული მიენიჭა.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  III სართული, გაეროს აუდიტორია №331


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი