2015-05-19

პროექტის ,,Smart-up Georgia"-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება

19 მაისს, 16.30 საათზე ესტონურ-ქართული პროექტის ,,Smart-up Georgia"-ს დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. პროექტის მიზანია ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების ბიზნესიდეების განვითარება და ბიზნესინიციატივების ხელშეწყობა საპრიზო ფონდისა და სპონსორი ორგანიზაციების დახმარებით. პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის ,,Smart-up Georgia ” ინიციატორია ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ და ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი კონსორციუმის სახით აერთიანებს საქართველოს 27 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციას.

კონკურსში მონაწილე 133 სტუდენტური გუნდიდან პროექტისთვის 20 გუნდი შეირჩა . მათ ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო უნარების გასავითარებლად უცხოელმა და ადგილობრივმა მენტორებმა ჩაუტარეს ტრენინგ-პროგრამები. ნახევარფინალში გადასული 11 გუნდიდან გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომლის მოწილეებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით (საპრიზო ფონდი 10000 ლარი) და ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტონეთში გაემგზავრებიან.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ს, პროექტის სპონსორი და  პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის წარმომადგენლები, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი და კონკურსში მონაწილე გუნდები.

მისამართი: მთაწმინდის პლატო, რესტორანი „ფუნიკულიორი,“ მესამე სართული

« იხ. ყველა ანონსი