2010-03-17

თსუ 28–29 მაისს მეორე სტუდენტურ რეგიონთაშორის კონფერენციას უმასპინძლებს

II რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია


       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 28-29 მაისს მეორე სატუდენტურ რეგიონთაშორის კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის "ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის" ფარგლებში ტარდება.
კონფერენციის მიზანია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა   ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია მრავალპროფილიანია და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

1.    ჰუმანიტარული მეცნიერებანი  (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება,  კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა)
2.    სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია)
3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
4. სამართალმცოდნეობა

მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2010 წლის 20 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (რეგლამენტი მოხსენებისთვის – 15 წუთი)

განაცხადის ფორმა:
•    სასწავლებლის დასახელება და მისამართი
•    მომხსენებლის გვარი, სახელი,
•    სასწავლო სტატუსი,
•    მისამართი, ტელეფონი (მობილური ფაქსი) ელექტრონული ფოსტის მისამართი      
•    მოხსენების სათაური
•    მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი,

მასალების გაფორმების წესი:
•    ტექსტის ენა - ქართული;
•    რედაქტორის პარამეტრები Word-ი Windows -თვის;
•    ფურცლის ზომა - A – 4;
•    მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 3სმ;
•    შრიფტი - აკადნუსხური;
•    შრიფტის ზომა - 12;
•    სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;

თეზისების ტექსტის ფორმატი:
•    თემის სახელწოდება: აკადნუსხური, bold, 14, ასომთავრულით;
•    ავტორი: აკადნუსხური, 12, ასომთავრულით, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის და ხელმძღვანელის  გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ, ინიციალები იბეჭდება ინტერვალის გარეშე იტალიკით;
•    ძირითადი ტექსტი: აკადნუსხური, 12


წარმოდგენილ მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს. კომისიის გადაწყვეტილებას ავტორები საინფორმაციო წერილით შეიტყობენ. 

თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით,


tamar.paichadze@tsu.ge            ან      studentsconference@tsu.ge



ან პირადად (CD–ზე ჩაწერილი)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

პროფესორი თამარ პაიჭაძე 899 184603                     
პროფესორი კახაბერ ლორია 877 575455
« იხ. ყველა ანონსი