2011-03-17

თსუ-ის სტუდენტების სოლიდარობის აქცია იაპონიის საელჩოსთან

ქართველი სტუდენტები იაპონელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 17 მარტს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად იაპონიის საელჩოსთან შეიკრიბებიან. სოლიდარობის აქციით სტუდენტები დაზარალებულთა მიმართ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ.

იაპონიაში მძლავრი მიწისძვრა 11 მარტს მოხდა. მიწისძვრამ ცუნამიც გამოიწვია, რომელიც იაპონიის სანაპირო ქალაქებს დაატყდა. კატასტროფის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

მის: თბილისი, კრწანისის ქუჩა  №7, იაპონიის საელჩო საქართველოში
« იხ. ყველა ანონსი