2013-11-29

„დოიჩე ველეს აკადემიის“ სერტიფიკატების გადაცემა

29 ნოემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელებს „დოიჩე ველეს“ აკადემიის სერტიფიკატები გადაეცემათ.

კვალიფიკაციის ამაღლების კურსის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებელები ახალ მედიაში გადამზადდნენ. მათი  მომზადება ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. გადამზადების შედეგად განახლდება ჟურნალისტიკის პროგრამების სილაბუსები, დაინერგება ინოვაციური სწავლების მეთოდები.

პროექტი განხორციელდა „დოიჩე ველეს“ აკადემიის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და „დოიჩე ველეს“ აკადემიის ტრენერები დაესწრებიან.
 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ, მეექვსე კორპუსი, მულტიმედია ცენტრი

« იხ. ყველა ანონსი