2016-01-26

სარეიტინგო კომპანიის სამართლის შესახებ მონოგრაფიის წარდგინება

26 იანვარს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ნინო ჯიბუტის მონოგრაფიის -,,სარეიტინგო კომპანიის სამართალი: ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემები“ წარდგინება გაიმართება.

მონოგრაფიის რედაქტორია პროფესორი ირაკლი ბურდული. წიგნი წარმოადგენს სარეიტინგო კომპანიის სამართლის პირველ მონოგრაფიულ გამოკვლევას საქართველოში.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ იურიდიული ფაკულტეტი; საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი; დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი.

ნინო ჯიბუტმა ბაკლავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამივე საფეხური გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ის სხვადასხვა დროს სწავლობდა საარბრიუკენის უნივერსიტეტში, ოქსფორდის სამართლის სკოლასა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს ბერლინის  ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი,115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
 

« იხ. ყველა ანონსი