2016-06-15

ნაადრევი ქორწინების შესახებ ფილმის ჩვენება/დისკუსია

15 ივნისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ახალგაზრდული ცენტრი გიწვევთ ფილმის -  ნაადრევი ქორწინების შესახებ ჩვენება/დისკუსიაზე. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ასახავს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ადრეული ქორწინების აქტუალურ პრობლემასა და მისი მოგვარების შესაძლო გზებს. თსუ ახალგაზრდული ცენტრი 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, რომელიც სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ ახალგაზრდულ აქტივობებში რთავს.

ნაადრევი ქორწინების შესახებ ფილმის ჩვენება-დისკუსია იმართება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

მისამართი: ქ.წამებულის 55, თსუ მე-7 კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი