2010-11-13
EMSA-თსუ–ის პროექტი „კინო და მედიცინა“
13 ნოემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. „ემსა თსუ“–ს პროექტი – ”კინო და მედიცინა” გულისხმობს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მედიცინაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე შექმნილი კინო-ფილმების ჩვენებასა და მოწვეულ პროფესორებთან ერთად ჩვენების შემდეგ დისკუსიის გამართვას. პროექტის მიზანია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების დამატებითი შემეცნება სტანდარტული ლექციებისა და სემინარებისგან განსხვავებული ფორმატით, სტუდენტებისა და პროფესორების დაახლოება და საინტერესო თემებზე დისკუსიებით პროფესიული ცოდნის გაღრმავება.
პროექტის პირველ ფილმად შეირჩა ჯორჯ მილერის „ლორენცოს ზეთი“. 1992 წელს გადაღებული ფილმი მოგვითხრობს 7 წლის ლორენცო ოდონეს ისტორიას, რომელიც მძიმე, უკურნებელი სენით არის დაავადებული. ადრენოლეიკოდისტროფობიით შეპყრობილი ბიჭუნას მშობლები ხანგრძლივი ძიების შემდეგ აკეთებენ მეცნიერულ აღმოჩენას – გამოიგონებენ წამალს, რომელსაც ლორენცოს განკურნება შეუძლია.
ფილმი დოკუმენტური დრამის ჟანრშია გადაღებული და რეალურ ფაქტებს ეფუძნება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, 1–ლი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი