2015-04-02

დოქტორ ანდრი დლიგაჩის საჯარო ლექცია

2 აპრილს, 16:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში Advanter Group-ის მმართველი დირექტორის,  დოქტორ ანდრი დლიგაჩის საჯარო ლექცია გაიმართება.

ლექციის თემა: „როგორ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ახალ მსოფლიოში. პრაქტიკული რჩევები ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის.“

ბატონი დლიგაჩი არის ბიზნესმენი (წარმოადგენს საერთაშორისო სააგენტო Luniter-ს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; არის ინტერნეტ პროექტების ჰოლდინგ iVentures–ის სტრატეგიული განვითარების ცენტრის G.O.Sh ხელმძღვანელი), კიევის MIM ბიზნეს სკოლის ლექტორი (კურსის დასახელება: „სტრატეგიული მენეჯმენტი“ და „სტრატეგიული მარკეტინგი“). ასევე არის ასოცირებული პროფესორი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და მარკეტინგის დეპარტამენტში. სპეციალობა: სტრატეგიული მენეჯმენტი,  რეფლექსური და სტრატეგიული მარკეტინგი, სავაჭრო მენეჯმენტი, კომპლექსური სისტემების მენეჯმენტი, ფუტუროლოგია (დეტალური ინფორმაცია მოცემულია მის ბიოგრაფიაში).

სამუშაო ენა: ინგლისური

ხანგრძლივობა: 90 წუთი.

ლექციის მსვლელობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ ბილეთი “FRYDAY W”-ის ღონისძიებაზე  –  ბიზნესმენებისათვის დაგეგმილი ბიზნეს სემინარი და სადილი  სასტუმრო Vinotel Boutique–ში, 2015 წლის 3 აპრილს.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ჯულიანა კოვალევსკაია, ტამარა მახუთა და კატერინა კარდაში (ღონისძიებსათან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხ. დანართში).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია ( №107)

« იხ. ყველა ანონსი