2014-11-06

შეხვედრა ERASMUS MUNDUS-ის პროექტების კოორდინატორებთან და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

6 ნოემბერს,  12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების BACKIS, HERMES, EMBER კოორდინატორებთან და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო  შეხვედრა ჩატარდება.

შეხვედრა გაიმართება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

დასწრება თავისუფალია!
სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროპის 35-მდე უნივერსიტეტში!

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I  კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი