2019-09-19

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019

26-28 სექტემბერს, 09.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს. აკადემიკოსი ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში. 

საეთაშორისო კონფერენციაში „ნეიროგლიის ფუნქციები“ მონაწილეობას მიიღებენ 10 ევროპული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. 
კონფერენციას ორგანიზაციული მხარდაჭერები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაცია, ეროვნული აკადემია, სამეცნიერო ჟურნალი „გლია“ და „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრი. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს აძლევს აქტიური მონაწილეობის საშუალებას. ეს ფორუმი  მათთვის იქნება გამორჩეული შესაძლებლობების, ეზიარონ ნეირომეცნიერების ამ დარგში დაგროვილ უახლეს მონაცემებს. 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის არ მოითხოვება რეგისტრაციის საფასური.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ 1 კორპუსი, თსუ მუზეუმი. 



« იხ. ყველა ანონსი