2017-12-07

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი UN OHCHR მასპინძლობს

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის (UN OHCHR) უფროს მრჩეველს ადამიანის უფლებების საკითხებში სამხრეთ კავკასიაში, ბატონ ვლადიმერ შკოლნიკოვს მასპინძლობს.

საქართველოს ჭრილში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართება 7 დეკემბერს, 17:30 საათზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი