2012-04-25

მარიამ ხოფერიას წიგნის „სამართლის ისტორიის ტერმინთა ლექსიკონის“ პრეზენტაცია

25 აპრილს, 17.00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარიამ ხოფერიას „სამართლის ისტორიის ტერმინთა ლექსიკონის“ და სამართლის ჟურნალის „სარჩევის“ მეორე ნომრის პრეზენტაცია.

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია „საქართველოს“ ერთობლივი სამართლის ჟურნალი „სარჩევი“ 2010 წლიდან გამოდის.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი