2010-05-07
სამეცნიერო კონფერენცია – „ტოლერანტობა – თანამშრომლობის წინაპირობა“
7 მაისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ტოლერანტობა – თანამშრომლობის წინაპირობა“ ჩატარდება. კონფერენციის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და არსებული სამეცნიერო კავშირების განმტკიცება. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.
2004 წლიდან თსუ-ში წარმატებულად ფუნქციონირებს სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა "ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში," რომელშიც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები მონაწილეობენ. აღნიშნული კონფერენცია საფუძველს დაუდებს თსუ-ის მონაწილეობით მსგავსი სახის კონფერენციების ციკლის გამართვას სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გააქტიურებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მის: სასტუმრო "რედისონ-ივერია"
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge